LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლეჟავა: „სამოსს ვცვლი მაშინ, როცა დაკარგავს იერსახეს და მოძველდება. 4 ბიჭის დედა ვარ და შვილებისთვის უფრო ვყიდულობ რაღაცას, ვიდრე ჩემთვის”

120
2025-02-24_12-33-55_326517

მსახიობი ნინო ლეჟავა ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი გარდერობისა და თავის მოვლის თაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამოსს ყიდულობს მაშინ, როცა ამისი ფინანსური შესაძლებლობა არსებობს:

„სამოსს ვცვლი მაშინ, როცა დაკარგავს იერსახეს და მოძველდება. ძირითადად, თეატრის სამოსს ვაკვირდები. თეატრის მხატვართან ერთად ვამატებ ხან სამკაულს, შარფს, კოსტიუმს და ასე შემდეგ. „ხამი“ არ ვარ, რომ ყოველთვე ვცვალო გარდერობი. 4 ბიჭის დედა ვარ და შვილებისთვის უფრო ვყიდულობ რაღაცას, ვიდრე ჩემთვის. ახალგაზრდებს უფრო უხარიათ ყველაფერი, ვიდრე ჩემი ასაკის ქალს.

გასათვალისწინებელია ერთი რამეც – ყოველთვის საჭიროების მიხედვით ვყიდულობ. თუ მცირე თანხა მაქვს, არ ვყიდულობ არც ტანსაცმელს, არც აქსესუარს, არც არაფერს, იმ ფულს საკვებისთვის და ბავშვებისთვის ვინახავ…“

როგორ შეხვდა 50 წლის ასაკს ნინო ლეჟავა: „ძალიან დამამცირებელი თანხების შემოთავაზება იციან მსახიობებისთვის, არ სცემენ პატივს სტატუსს, ასაკს, ტაშს… ყველა იწყებს ტირილს ჩვენთან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g