LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზა ომაძე: „წავიდა ბებო ნიკოსთან, ნიკო კი არაფერს დააკლებს… მოუნელებელ ტკივილად გვექნება ყველას, რომ უკანასკნელი სურვილი ვერ აგისრულეთ“

1525
იზა ომაძე

2021 წელს, თბილისში მოკლული, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიდეო: „ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო…ტკივილამდე გვენატრები ნიკო“ – იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

როგორც იზა ომაძე წერს, გარდაიცვალა ნიკოს ბებია, ნაზი ღვინჯილია.

„ასე მეგონა, სულ იქნებოდა იმედად, დედასავით ტკბილი, სიყვარულით და იუმორით სავსე, უკეთილშობილესი ქალბატონი, დედა, დედამთილი ნაზი (მართა) ღვინჯილია…

წავიდა ბებო ნიკოსთან, ნიკო კი არაფერს დააკლებს.

მოუნელებელ ტკივილად გვექნება ყველას, რომ უკანასკნელი სურვილი ვერ აგისრულეთ. ასეთია ეს ქვეყანა, ჩვენთვის მხოლოდ სასაფლაოა. ძალიან გვტკივა, ძალიან“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ასე მეგონა სულ იქნებოდა იმედად, დედასავით ტკბილი, სიყვარულით და იუმორით სავსე, უკეთილშობილესი ქალბატონი , დედა,…

Posted by Iza Omadze on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g