LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „გურიაში, თოვლში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს, ნანუკას ფონდმა გამოყო 20 ათასი ლარი, თუმცა ველით თქვენს ფინანსურ მხარდაჭერასაც“

191
ნანუკა

გურიაში დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნანუკა წერს, რომ ნანუკას ფონდიდან მოსახლეობის დასახმარებლად 20 000 ლარი ჩაირიცხა, თუმცა საჭიროა სხვა თანხების მობილიზებაც.

„გურიაში, თოვლში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. ეწურებათ საკვების მარაგიც. შეიქმნა ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის“.

მოხალისეები სხვადასხვა ქალაქებიდან დღესვე წავლენ გურიისკენ.

ნანუკას ფონდმა მათი ტრანსპორტირებისთვის და საჭიროებებისთვის გამოყო 20 ათასი ლარი, თუმცა ველით თქვენს ფინანსურ მხარდაჭერასაც.

გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ სპეციალურად ამ ამბისთვის გახსნილ ანგარიშის ნომრებზე რომლებიც კომენტარებშია.

ასევე გთხოვთ ყველას, ვინც შემთხვევის ადგილზე ხართ, კომენტარებში დადოთ ფოტოები ან ვიდეო, რა ვითარებაა ახლა სადაც ხართ,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და ანგარიშის ნომრებს გვიზიარებს, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ.

საქართველოს ბანკი

GE38BG0000000605310584

თი ბი სი ბანკი

GE48TB7065736080100019

„რაც ახლა გურიაში ხდება არის სტიქია არაპროგნოზირებადი შედეგებით!“ – რას წერს ვიკა ფილფანი

„მოხალისეობაც ძალიან საფრთხილო და საყურადღებოა!“ – გურიაში მიმდინარე დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები ერთიანდებიან

ვიდეო: „წყალზე, შუქზე და გზაზე აღარაფერს ვამბობ, საკვები პროდუქტიც გვეწურება, ბოლო წიწიბურას ვხარშავ, იქნებ გამოგვიგზავნოთ სამაშველო ერთ ადამიანს დავაბარებთ ყველაფერს“ – მოქალაქე ოზურგეთიდან მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g