LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე“

171
სალომე ზურაბიშვილი

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სტიქიურ ვითარებას და დიდთოვლობით გამოწვეულ მოვლენებს, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული, მოქალაქეები კი 112-ის მოწოდების ანაბარად არიან დარჩენილები.

„ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი… ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა“ – ლანჩხუთის მერი

„გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ მოგვიწოდებს 112-ის გზავნილი!!!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გურიაში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურია, ბათუმი, ქობულეთი … ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია…

Posted by Salome Zourabichvili on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025

„ენერგო პრო ჯორჯია“ – „საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“

შალვა პაპუაშვილი: „ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ – სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად“

ფოტო სლაიდზე: „ფეისბუკის ჯგუფი“ – „მოხალისეები გურიისთვის“

magti 5g