LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს, გვყავს მსხვერპლი! სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!“

233
მამუკა ხაზარაძე

დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს, გვაქვს მსხვერპლი – სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!

„ეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარიყო, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც“ – ტორესა მოსი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებას ეხმიანება.

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია, ხალხი კი დღეს ისევ ერთმანეთის იმედზეა დარჩენილი“.

„დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს. გვყავს მსხვერპლი!

ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან!

დღეს რა ხდება?! – სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!

დღეს ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ!

ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი რუსული ხელისუფლება!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

🆘 დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს….

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025

სალომე ზურაბიშვილი: „გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე“

შალვა პაპუაშვილი: „ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ – სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად“

„ენერგო პრო ჯორჯია“ – „საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“

ფოტო სლაიდზე: „ფეისბუკის ჯგუფი“ – „მოხალისეები გურიისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g