LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას, ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად“ – მამუკა მდინარაძე

182
მამუკა მდინარაძე

„სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან მივიდეს – არ წყდება სპეკულაციები, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი სტიქიას აწერენ – ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, ისედაც რთული ვითარებაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას გააკეთა.

მდინარაძის თქმით, თავდაცვის ძალების ნაწილი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში, ნაწილი კი ადგილზე მიემართება.

სახალხო დამცველის აპარატი – „დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა“

უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დაცვის ინტერესებს და მათ დაცვაზე საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზედამხედველობას

„სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური. დასავლეთში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას. ასევე, ჩართულია უკვე, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები.

მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობაა ამისი. არის ადგილი ძალიან სამწუხარო, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი, რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები. ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამავლობის ტექნიკით და ეს პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა ხდება გზების გაკვალვა. იმდენად დიდი თოვლია, რომ ადგილებში თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება დადგა. მძიმე ტექნიკა მუშაობდა და თოვლი სად წაეღოთ ისიც კი აღარ იცოდნენ.

„გურიის მოამბე“: სოფელ ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა – „გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა“

დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.

ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არა ერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად იყო გამოწვეული [გარდაცვალება]. ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე – ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა.

წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად, და ესენი აპანიკებენ [ხალხს]. მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g