LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯადოქრობა ბრუნდება! – ცნობილია, ვინ შეასრულებს „ჰარი პოტერის“ სერიალში დამბლდორის როლის

119
Untitled design (26)

როგორც ცნობილია, 2026 წელს ჯადოსნური სამყარო, ახალი ეკრანიზაციით ბრუნდება. „ჰარი პოტერის“ ისტორია შვიდივე წიგნს მოიცავს და სერიალი ეკრანებზე ათი წლის განმავლობაში გავა, სავარაუდოდ შვიდი სეზონით.

გადაღებები ჯერჯერობით დაწყებული არ არის, თუმცა რაც ალბათ ყველაზე საინტერესოა, ქასთინგის პროცესი დასკვნით ფაზაშია.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯადოქრების სკოლის დირექტორს, ალბუს დამბლდორის როლს, ამერიკელი მსახიობი ჯონ ლითგოუ შეასრულებს.  

გამოცემა ScreenRant-თან ინტერვიუში „ოქროს გლობუსის“ ორგზის მფლობელმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„სანდენსის კინოფესტივალზე ვიყავი, რომ დამირეკეს. ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან, ვშიშობ, ეს პროექტი ჩემი ცხოვრების ბოლო თავს განსაზღვრავს. თუმცა, მაინც ძალიან მიხარია“, – აცხადეbs 79 წლის ლითგოუ.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს 80 წელი შეუსრულდება. „ჰარი პოტერის“ სერიალი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შვიდ სეზონს მოიცავს.

რაც შეეხება კრეატიულ გუნდს. წარმატებული და მრავალი ჯილდოს მფლობელი სერიალის Succession-ს რეჟისორი მარკ მაილოდი და სცენარის ავტორი, ფრანჩესკა გარდინერი ჩაიბარებენ პროექტს. იგი აგრეთვე „შოურანერი“ იქნება, ხოლო მაილოდი რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი.

ცნობისთვის, „ჰარი პოტერი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის 87 ენაზეა თარგმნილია და მსოფლიოში, 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაყიდული. რვავე ფილმის შემოსავალმა ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.

სერიალი „ჰარი პოტერი“ 2026 წელს გამოვა – ახალი დეტალები

„ვორნერ ბრაზერსი” „ჰარის პოტერზე“ სერიალს გადაიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები