LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება, ეს არის მთავარი გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს“

164
ირაკლი კობახიძე

„აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავ საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, ეს და რამდენიმე მიმდებარე სოფელი მთლიანად იყო მოწყვეტილი ქალაქ ოზურგეთს, მაშველებმა დილამდე ძალიან აქტიურად იმუშავეს და გზის ეს მონაკვეთი მთლიანად გაიწმინდა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

გიორგი სიორიძე: „წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ – ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება“

მისი თქმით, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდნენ იმისთვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გაუწიონ დახმარება.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“ – გოჩა ენუქიძე

„რეალურად, ამ სოფლების შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი, რაც სოფელ შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება.

არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სოფლებში იმისთვის, რომ მოსახლეობა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ.

ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა, რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის მთავარი გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს“, – თქვა კობახიძემ.

„დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი ჩაიკეტა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 20 საჯარო სკოლაში“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g