LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთსა და იმავე რესტორანში, ცალ-ცალკე ივახშმეს“ – რა სჭირს ჯასტინ ბიბერს და რა კავშირი აქვს ამასთან სელენა გომესს

320
page

ბოლო რამდენიმე თვეა, არ წყდება საუბარი ჯასტინ ბიბერის რთულ მენტალურ მდგომარეობაზე. ტაბლოიდების ცნობით, მას მეუღლესთან ჰეილისთან პრობლემები აქვს. პარალელურად ამისა, ჯასტინის უახლესი ფოტოებიც ეჭვს ბადებს. არტისტი გამუდმებით უხასიათოდ გამოიყურება და უცნაურად აცვია.

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ უზარმაზარი სახლი შეიძინეს – ნახეთ წყვილის „სასიყვარულო ბუდე“

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილის ქორწინებაში გაჩენილი პრობლემების მიზეზი შესაძლოა, სელენა გომესის ნიშნობა იყოს.

„ჯასტინსა და ჰეილის შორის აშკარად რაღაც რიგზე ვერ არის. ისინი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებიან ერთად. რამდენიმე დღის წინ მათ ერთსა და იმავე რესტორანში ცალ-ცალკე ივახშმეს, იქ ჯასტინი ჰეილის წასვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა. რაც შეეხება სელენა გომესს, ჯასტინს აშკარად შერეული გრძნობები აქვს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა გომესისა და ბენი ბლანკოს ნიშნობამ, ბენი და ჯასტინი ხომ მუდამ კარგი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები იყვნენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

ჯასტინ ბიბერის ახალი ვიდეო მის ფანებს საგონებელში აგდებს

„ეს გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებს“ – ჯასტინ ბიბერის უახლესმა ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწია – რას წერს მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები