„გუშინ ავედით ზენობანში. ფეხით ავჭერით გზა და 8 ბავშვს და დედას ავუტანეთ წამლები და პროდუქტები. მოხუცებს ტელეფონები დავატენინეთ და შვილებთან დავარეკინეთ. ჩამოვედით და ჩვენი სახლი ასე დაგვხვდა ჩამონგრეული. გადავრჩით მართლა, რომ სახლში არ ვიყავით“, – წერს სოციალურ ქსელში, ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი და გურიაში არსებულ ვითარებას აღწერს.
აკა სინჯიკაშვილი, რომელიც სტიქიის ზონაში, დიდთოვლობიდან მალევე მოხალისეებთან ერთად წავიდა ასევე აღნიშნავს, რომ ბევრ სოფელში გზა ისევ არ არის და ხალხი დასახმარებელია.
„ტექნიკა მუშაობს გაუჩერებლად, ასევე მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობაც. მთავარი გზები გაწმენდილია და მაღალი გამავლობის მანქანებით ჩვეულებრივად ჩამოხვალთ გურიაში.
გჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა და ფიზიკური გამძლეობა, თორემ ძალიან ძნელი მისაღწევია სახლებამდე. აუცილებლად წამოიღეთ მსუბუქი ნიჩბები და მაღალ სოფლებში მიეხმარებით მოხუცებს, ავადმყოფებს და მრავალშვილიან ოჯახებს სახურავის გადმოთოვლაში.
„მივდივართ ყველგან, სადაც მიღწევას შევძლებთ. მიგვაქვს პროდუქტები და მედიკამენტები. რაც ბევრნი ვიქნებით, მით მეტ რამეს მოვასწრებთ“ – აკა სინჯიკაშვილი
„მივდივართ ყველგან, სადაც მიღწევას შევძლებთ. მიგვაქვს პროდუქტები და მედიკამენტები. რაც ბევრნი ვიქნებით, მით მეტ რამეს მოვასწრებთ“ – აკა სინჯიკაშვილი
რაც ყველაზე მთავარია – დღეს მზე გამოვიდა, დაიწყო დნობა და იმედია ერთი კვირა მზე იქნება, თორემ ამხელა თოვლს რა დაადნობს არ ვიცი.
ყველაფერი კარგად იქნება, გზები გაჩნდება და ყველა სოფელში ავალთ. მადლობა თქვენ, მოხალისეებს, მაშველებს, საერთოდ ყველას, ვინც სხვებზე ზრუნავთ
#სიკეთეგადამდებია“. – წერს აკა სინჯიკაშვილი.
გუშინ ავედით ზენობანში. ფეხით ავჭერით გზა და 8 ბავშვს და დედას ავუტანეთ წამლები და პროდუქტები. მოხუცებს ტელეფონები…
Posted by Akaa Sinjikashvily on Friday 28 February 2025