LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისა, ბრუნო მარსი, ჯეიდენ სმიტი – როუზის ვარსკვლავური დაბადების დღე

114
hq720

11 თებრვალს, როუზი 28 წლის გახდა. Blackpink-ის წევრმა და სოლო არტისტმა დღეობა კოლეგებისა და მეგობრების გარემოცვაში იზეიმა.

ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ არტისტის დაბადების დღეზე მიწვეულ სტუმრებს შორის მისი თანაჯგუფელი, ლისა, ბრუნო მარსი, ოლივია როდრიგო და ჯეიდენ სმიტიც იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის წვეულებაზე გამოჩენას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ინტერნეტში, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, როუზი და უილ სმიტის ვაჟი ერთმანეთს ხვდებოდნენ. წყვილს ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ჭორი კი ჭორად დარჩა.

შეგახსენებთ, რომ როუზიმ Blackpink-ისგან დამოუკიდებლად, გასული წლის 6 დეკემბერს, სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Rosie გამოუშვა. ის ბენდის სხვა წევრებთან ერთად, კოლექტივის შემადგენლობაში რჩება, თუმცა ლისას, ჯისუსა და ჯენის მსგავსად, ბოლო დროს სოლო კარიერაზეც აქტიურად გადაერთო. ივლისიდან Blackpink მსოფლიო ტურნეს დაიწყებს, რომელიც აზიას, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას მოიცავს.

ჯენიმ სადებიუტო ალბომი და დოჩისთან ერთობლივი სიმღერა დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები