LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო მასთან იცინის ასე“ – ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ვოიაჟი და ყოფილი წყვილის უწყვეტი ჟღურტული

391
page

მანამ, სანამ მსოფლიო „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოებას განიხილავს, მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი მოექცნენ. ექს- მეუღლეებმა „ოსკარის“ ცერემონიალი გამოტოვეს, სამაგიეროდ, შვილთან, სემუელთან ერთად სახალისო უქმეები მოიწყვეს და „ფეინთბოლის“ სათამაშოდ გაემართნენ.

ისინი სპეციალური ეკიპირებით იყვნენ აღჭურვილნი. ბენი და ჯენი დროს შესანიშნავად ატარებდნენ, იცინოდნენ, სეირნობდნენ და ბევრს საუბრობდნენ.

ცხადია, ყოფილი წყვილის ერთობლივ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„მარტო მასთან იცინის ასე“, „აქ რა ხდება?“, „მართლაც შესანიშნავი წყვილია“, „და ეს არის მეგობრობა?“, „ეს აშკარად მეგობრობაზე მეტია“, „ექსების ჟღურტული“, – არ წყდება კომენტარები.

ჯენიფერ გარნერი გვაჩვენებს, რომ შეყვარებულთან ბედნიერია – წყვილის უახლესი გამოჩენა

„ბენ აფლეკი მზადაა, ჯენიფერ გარნერისთვის ყველაფერი მიატოვოს“ – რას ჰყვება ინსაიდერი

ბენ აფლეკი დაბადების დღეზე ჯენიფერ გარნერმა მოინახულა – როგორ აღნიშნა მსახიობმა 52-ე იუბილე – პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები