2025 წელს, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარები გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. სომელიეებისთვის, მედიის და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, აღნიშნულ ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group” განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში 2024 წელს ექსპორტირებული იყო 426 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.