LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – „არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა“

173
კახა კალაძე

არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან „ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა“.

„ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე“ – გიორგი ბაჩიაშვილი

„ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოვიყენე“ – გიორგი ბაჩიაშვილი

კალაძის განმარტებით, ის თემას არ იცნობს, თუმცა გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას. შესაბამისად, ალბათ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა. შესაბამისად, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

პროკურორი – ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის – საკითხი საჭიროებს შესწავლას, გამოძიება დაიწყება

❗ არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთდო გავიდა თუ არა – კახა კალაძე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g