როგორც ცნობილია, ბენ აფლეკმა და მისმა ექს-მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა „უიქენდი“ ერთად გაატარეს და ფოტოების სერია ნამდვილად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მათი ურთიერთობა ყოველგვარ მეგობრულ ზღვარს სცილდება.
მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ უდავოდ სკანდალური ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ხვევს ხელს ბენი ჯენის და სექსუალურად ეხუტება.
არ დააყოვნა ინსაიდერის განცხადებამაც. წყაროს ცნობით, ჯეი ლო შოკირებულია ნანახით და თავს ნაღალატევად მიიჩნევს.
„ჯეი ლომ ნახა ეს კადრები და შოკირებულია, ის თავს ღალატის მსხვერპლად თვლის და ნანობს, რომ ბენთან ამდენი დრო ტყუილად დახარჯა და მას გვერდში რთულ პერიოდში ედგა“.

