LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მიღწევები და ჰიტები, რომელთა კლიპებს YouTube-ზე მილიარდობით ნახვა აქვს

205
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით

ყველა ვთანხმდებით, რომ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ვიდეოპლატფორმა არის – YouTube, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, უკონკურენტოა. პორტალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოები, ამჟამად, 4 მილიარდამდე ვიდეოს აერთიანებს, მათი რიცხვი კი ყოველ წუთში იზრდება.

საიტზე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალა, რომელთა შორისაა: კინო და სატელევიზიო, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, ,,იუთუბს” დღემდე უნიკალურ სისტემად აქცევს.

მართალია, YouTube უამრავ კონტენტს მოიცავს და მათი ,,აფლოადერთა” უმეტესობა პოპულარობისა და ნახვების მოსაზიდად იბრძვის, თუმცა მათგან არც თუ ისე ბევრმა შეძლო დაუჯერებელი ნახვების დაგროვება.

ყველაზე წარმატებული ვიდეობის უკვდავსაყოფად, ვებგვერდმა სხვადასხვა სახის რეიტინგებიც კი დააფუძნა, რომელთაგან განსაკუთრებით თვალშისაცემი – ,,მილიარდიანი ნახვის” კლუბია. YouTube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბში იმ ჰიტების მუსიკალური რგოლები იყრის თავს, რომელთა ნახვებიც თავდაპირველად მილიარდს აღწევს, შემდეგ კი წარმოუდგენლად იზრდება. ამ მხრივ, ისტორიაში პირველი სიმღერის კლიპი, რომლის ნახვებმაც მილიარდიან ნიშნულს მიაღწია და გადააჭარბა კიდეც, არის – PSY-ის Gangnam Style. სამხრეთ კორეელი არტისტის ჰიტმა ეს შედეგი, 2012 წელს აჩვენა.

ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუსიკალური ვიდეოები

აღსანიშნავია, რომ არსებობს ისეთი კლიპებიც, რომლებიც YouTube-ის შექმნამდე გადაიღეს, თუმცა პლატფორმაზე ოდნავ მოგვიანებით განათავსეს და ნახვების რაოდენობით ისტორიული რეკორდებიც დაწერეს.

Guns N’ Roses-ის სიმღერის – November Rain ,,იუთუბის” დაფუძნებამდე შექმნილი პირველი კლიპია, რომელმაც ამ ზღვარს, 2018 წლის ივლისისთვის მიაღწია.

Linkin Park-ის სიმღერის – Numb კლიპი 2000-იანი წლების პირველი ვიდეო, რომელმაც 1 მილიარდ ნახვას, 2018 წლის ნოემბერში მიაღწია.

Queen-ის სიმღერის – Bohemian Rhapsody ვიდეო 1970-იანი წლების პირველი ვიდეო, რომელმაც 1 მილიარდ ნახვას, 2019 წლის ივლისში მიაღწია.

ასევე, Guns N’ Roses-ის სიმღერის Sweet Child o’ Mine კლიპი არის 1980-იანი წლების პირველი ვიდეოა, რომელმაც 1 მილიარდ ნახვას, 2019 წლის ოქტომბერში მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, მილიარდზე მეტი ნახვით ედ შირანს სამი, ხოლო Maroon 5-სა და კეტი პერის ორ-ორი სიმღერის კლიპი აქვთ.

გთავაზობთ ჰიტებს, რომელთა კლიპებს YouTube-ზე დღეს მილიარდზე მეტი ნახვა აქვთ:

ლუის ფონსისა და დედი იანკის ერთობლივი სიმღერის – Despacito კლიპი პირველია, რომლის ნახვებმა 2017 წლის აგვისტოში, 3 მილიარდი შეადგინა.

ფრენჩაიზის – ,,ფორსაჟი” მე-7 ნაწილის მთავარი მუსიკალური თემის – See You Again კლიპი მეორეა, რომელმაც იმავე დროს, Despacito-ს შედეგი გაიმეორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები