ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ“, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ. „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე 1:9)“, – წერს პაპუაშვილი.