მოდელი ბიანკა ბალტი, რომელსაც გასულ წელს სიმსივნის მესამე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, სოციალურ ქსელებში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. 40 წლის მოდელი გვაჩვენებს, როგორ იზრდება მის თმა ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, გვანახებს, როგორ ეხმარებოდნენ მას რთულ დროს მეგობრები და ასევე, გვიზიარებს ემოციებს სან-რემოს ფესტივალიდან:
„ყველაზე გიჟური თვე ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდა ადამიანი ქიმიოთერაპიის დასრულების მერე. ჩემი თმა იზრდება, ცხოვრება, გრძელდება“ – დაწერა ბიანკამ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელმა მოდელმა თავისი დიაგნოზის შესახებ გასული წლის სექტემბერში განაცხადა. ამ პერიოდში მან ორმაგი მასტექტომიის პროცედურა და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა და ცოტა ხნის წინ, მკურნალობა ოფიციალურად დაასრულა.
მაგიური მზერა და სიძლიერის განსხეულება – სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტის განსაცვიფრებელი „ლუქი“
როცა სიცოცხლე გიხარია – სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტი „შიშველ კაბაში“ „მილანის მოდის კვირეულზე“
სიმსივნესთან მებრძოლი ლამაზმანი – ბიანკა ბალტის პირველი ფოტოსესია ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ




