მსოფლიო მოდის ეპიცენტრში ახლა საფრანგეთის ყველაზე ძვირადღირებული კურორტი, „კურშეველია“, სადაც Moncler Grenoble-ის, 2025/26-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა.
დეფილეს უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის გახლდნენ, ენ ჰეთევეი, ჯესიკა ჩესტეინი, ბრუკლინ და ნიკოლა ბექჰემები, ედრიენ ბროუდი, ჯორჯიანა როდრიგესი, ნინა დობრები, ვენსან კასელი და მისი მეგობარი გოგო, ნარა ბაპტისტა.
სწორედ ამ წყვილის მიმართ იყო ყველაზე დიდი ინტერესი მიმართული. 58 წლის კასელი და 29 წლის ნარა ზამთრის კურორტზე ახლად შეძენილ ვაჟთან, კაეტანოსთან ერთად, პირადი ვერტმფრენით ჩაფრინდნენ. მოგვიანებით ნარამ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, წარწერით, „ოჯახი თოვლში“.
„მამას ბიჭია“ – ვენსან კასელის შეყვარებული ვაჟთან ერთად ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს
@bazaarfrance #AdrianBrody au défilé @MONCLER Grenoble aujourd’hui à Courchevel. #BazaarFrance #PFW #TikTokFashion #Moncler ♬ like tatto x diamonds – Ꮤ








