LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა, მამას „კაცი-ბავშვი“ უწოდა და გაავრცელა „სქრინი“, რომელშიც მასკი მას გარდაცვლილს უწოდებს

1198
page

ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მამას „კაც-ბავშვად“ მოიხსენიებს. 20 წლის ვივიენმა აგრეთვე გამოაქვეყნა ილონის პოსტის სქრინიც, რომელიც მასკმა რამდენიმე დღის წინ, პლატფორმა X-ზე გაავრცელა და შვილს „გარდაცვლილი“ უწოდა.

„ჩემი ვაჟი, ქსავიე გარდაიცვალა, ის გონების ვირუსმა მოკლა“, – დაწერა ილონ მასკმა.

„მგონი გარდავლილის კვალობაზე ძალიან კარგად გამოვიყურები, შენ კი არა. კაცი-ბავშვი ხარ“, – ამბობს ვივიენ უილსონი.

ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი კიდევ ერთი ძმის შეძენას გამოეხმაურა

„ულამაზესია“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი ვიდეოების სერიას ავრცელებს

შეგახსენებთ გასულ წელს მასკმა თავის შვილზე ღიად ისაუბრა და ქსავიეს, რომელიც 2020 წელს ტრანსგენდერი გახდა, „მკვდარი“ უწოდა.

„მე შვილი დავკარგე… ჩემი ვაჟი მოკლეს…“ – ილონ მასკი ტრანსგენდერ შვილზე განცხადებას ავრცელებს

მე შვილი დავკარგე, ჩემი ვაჟი, ქსავიე მკვდარია, ის მოკლესარ ამიხ­სნეს, რომ პუ­ბერ­ტა­ტის ბლო­კა­ტო­რე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში, უბ­რა­ლოდ, სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის წამ­ლე­ბი იყო. დიახ, ეს იყო ტყუ­ი­ლი, ბო­რო­ტე­ბით სავ­სე ტყუ­ი­ლი და ვინც ამას აკე­თებს, ცი­ხე­ში უნდა აღ­მოჩ­ნდეს“, – იხსენებს ილონი.

ცნობისთვის, ვი­ვი­ენი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან, გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნ უილსონის შვილია. ქსავიე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სისთვის და­ე­მა­ლა. მან „ქა­მინგ-აუთი“ 2022 წელს გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხე­ლი, ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე, უილსონზე გა­და­ვი­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები