LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები არიან – მათი სცენარის ფურცლები, საქართველოსკენ იყოს რუსეთის აგრესიის მთავარი მიმართულება, დაფლეთილია – მრავალი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად ვერ იქცა“

143
გია ვოლსკი და სალომე ზურაბიშვილი

„ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები – მათი სცენარის ფურცლები, რომ საქართველოსკენ იყოს რუსეთის აგრესიის მთავარი მიმართულება, პრაქტიკულად, დაფლეთილია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად ვერ იქცა.

სალომე ზურაბიშვილი: „საქართველოს ხელისუფლება იწყებს ქვეყნის დაბრუნებას რუსეთის ბატონობისკენ და მართვის რუსული მოდელისკენ – რუსული კოშმარი ბრუნდება, რომ გვდევნოს 21-ე საუკუნეში“

„ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ რჩებიან რუსეთის სავაჭრო პარტნიორად და მათთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველი პარტნიორი რუსეთი რჩება.

მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მათი ამოცანა, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მომართულებით იყოს აგრესიის მთავარი მიმართულება, რაც, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, რუსეთიდან განხორციელდეს არა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, არამედ საქართველოს მიმართულებით. სავალალო მდგომარეობაშია ეს სცენარი. პრაქტიკულად, ამ სცენარის ფურცლები დაფლეთილია, მაგრამ ისინი კვლავ თავისი გეგმით მოქმედებენ“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g