LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ძილის კარგი რეჟიმი – ჯანსაღი ცხოვრების წესი

119
ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯანსაღის ცხოვრების წესი არის, არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება, არამედ სოციალური ურთიერთობები, გართობა, ჩაცმა, რომელიც ასახავს ჩვენს დამოკიდებულებასა და ღირებულებებს. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხასიათდება, როგორც დაბალანსებული ცხოვრება, რომელშიც ადამიანი აკეთებს „ბრძნულ არჩევანს“, ანუ ესა არის ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გვარიდებს ყოფით თუ ემოციურ პრობლემებს და პირდაპირ კავშირშია ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასთან.

სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ძილის კარგი რეჟიმი – თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არამხოლოდ კონკრეტული პრინციპებით ცხოვრება, არამედ პირველ რიგში, გააზრებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც გულისხმობს კარგი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას, საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანსაღ ურთიერთობებს.

გამოდის, რომ სიჯანსაღის ჩვენეული ვერსია არის ის, რაც თავს კარგად გვაგრძნობინებს. შემდეგ უკვე ცვლილებების შეტანა ნელ-ნელაც შესაძლებელია.

ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის საჭიროა მცირე წარმატებები, არამარტო საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად, არამედ სიმშვიდისთვის. ფიზიკური, გონებრივი სოციალური კეთილდღეობა კი ყოველთვის აისახება გარეგნობაზე რაც გვაბედნიერებს და სიცოცხლის ხალისს გვჩუქნის.

ასეა, ეს ყველაფერი პირდაპირ ეტყობა ჩვენს გარეგნობას და მენტალურ ჯანმრთელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g