კალიფორნიაში ყოველწლიური ფესტივალი Coachella მიმდინარეობს. ცნობილ სახეებს შორის პაპარაცების ობიექტივში ლეგენდარული არტისტის, შერის 40 წლით უმცროსი საქმრო, ალექსანდრე ედვარდსი მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ 44 წლის პროდიუსერი ფესტივალზე 78 წლის საცოლეს გარეშე იმყოფებოდა. ის ახალგაზრდა ქალბატონების გარემოცვაში თავს შესანიშნავად გრძნობდა.
ცნობისთვის, ალექსანდერი და შერი ერთად უკვე ორ წელზე მეტია არიან. მედიაში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ წყვილი დაინიშნა. ამის დასტურად შერიმ სოციალურ ქსელში არაერთხელ გამოაჩინა უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი.




