LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მომხმარებლისთვის, TEMU-ს მიერ ამოქმედებული იმპორტის გადასახადის გამო, პროდუქციის დიდი ნაწილის ფასი, სულ მცირე, გაორმაგდა

139
TEMU

ჩინურმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმამ TEMU აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე დაწესებული 145%-იანი ტარიფების საპასუხოდ ამერიკელი მომხმარებლისთვის იმპორტის გადასახადი დაამატა – ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ TEMU-ს იმპორტის გადასახადი, პროდუქტის მიხედვით სხვადასხვა სიდიდისაა, ხშირად თავად პროდუქტზე ძვირი ჯდება და შეკვეთის საერთო ღირებულებას, სულ მცირე, აორმაგებს. მაგალითად, თუ TEMU-ზე საზაფხულო კაბა $18.47 ღირს, იმპორტის გადასახადის გამო ამერიკელი მომხმარებელი მასში $44.68 გადაიხდის.

ცხადია, იმპორტის გადასახადი ერთგვარ ჩრდილს აყენებს TEMU-ს სლოგანს – „ივაჭრე, როგორც მილიარდერმა“. TEMU, რომელიც ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტის PDD Holdings-ის კუთვნილებაა, ფუნქციონირების დაწყებისთანავე (2022 წელს) სწორედ საფასო პოლიტიკის წყალობით გახდა პოპულარული აშშ-ში. TEMU-მ ხელმომჭირნე ამერიკელ მომხმარებელს მისთვის სასურველი პროდუქციის უიაფესად შეძენის შესაძლებლობა შეუქმნა, ახლა კი TEMU-ს ბევრი პროდუქტის ფასი აშშ-ში მოქმედი კონკურენტების – Amazon-ის, Walmart-ისა და Target-ის ფასებს უფრო დაახლოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g