ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, დონარა გვრიტიშვილი 4 წლის წინ ამერიკაში ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობისთვის წავიდა, იქ დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სრულიად უფასოდ შესაბამისად უმკურნალეს. გამოჯანმრთელებულმა მსახიობმა ამერიკაში მუშაობა დაიწყო და ახალ გამოწვევებსაც გაუმკლავდა, მაგრამ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მან საქართველოში დაბრუნება და აქ მკურნალობა გადაწყვიტა.
დონარა გვრიტიშვილი „სარკესთან“ (30 აპრილის ნომერი) საუბრობს:
„აბსოლუტურად ჯანმრთელი და ლაღი ჩავედი ამერიკაში და მერე აღმომაჩნდა დაავადება. ახლა რეციდივი მაქვს და სასწორზე დევს ჩემი სიცოცხლე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და გადავწყვიტე, სამშობლოში მემკურნალა.
ამერიკაში დაზღვევა მქონდა და ყველაფერი გამიკეთა ამ ქვეყანამ, მიმკურნალა, მაგრამ ჩემი ქვეყანა სულ სხვაა. იქ მიმკურნალეს და ძალიან კარგადაც ვიყავი ბოლო პერიოდში, არაჩვეულებრივ ფორმაში ჩავდექი და ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელე, უცებ კი აღმოჩნდა, რომ სადღაც დამალულმა მეტასტაზმა ამოყო თავი და ისევ დამრია ხელი. მოიხედა ჩემმა დაავადებამ, მაგრამ ვინ მოახედებს?!საქართველოში ისეთი პროფესიონალები არიან, ყველაფერს მიხედავენ. ახლა ქიმიის კურსს ვიწყებ აქ…“