ლედი გაგამ მომავალი ტურნეს – The Mayhem Ball პრომოუშენის ფარგლებში, მორიგი პერფორმანსი გამართა.
ამჯერად, არტისტი 2012 წლის შემდეგ, ბრაზილიაში წარდგა. კონცერტი, რომელზეც დასწრება თავისუფალი იყო, 3 მაისს, რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე შედგა.
შოუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ცნობილი გახდა, რომ გაგამ მადონას რეკორდი გააუმჯობესა, რადგან სანახაობას, 2 100 000 ადამიანი დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 მაისს, მადონას უფასო კონცერტს ამავე ვენიუზე, 1 600 000 ადამიანი დაესწრო.
მადონას ,,საზეიმო ტურნეს” დასკვნით პერფორმანსს 2 მილიონამდე მსმენელი დაესწრო





















