LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ შორის შავმა კატამ გაირბინა“ – ნიკოლა პელტციმ ბრუკლინი მამის 50 წლის იუბილეზე არ გაუშვა – წყვილი სკანდალის ფონზე ფოტოებს ავრცელებს

233
page

ლეგენდარული ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი 50 წლის გახდა. მისმა დიდმა ოჯახმა ზეიმი ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, მაიამიში დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ისინი პარიზში გაემგზავრნენ, გუშინ კი მათ გრანდიოზული წვეულება ლონდონში გამართეს.

როგორც ჩანს, ბექჰემების ოჯახში მართლაც განხეთქილებაა, რადგან დევიდის იუბილესადმი მიძღვნილ არცერთი წვეულებას არ დასწრებია დევიდისა და ვიქტორიას უფროს ვაჟი, ბრუკლინი და მის მილიარდერი მეუღლე, ნიკოლა პელტცი. მათ მამას არც „ინსტაგრამის“ საშუალებით მიულოცეს დაბადების დღე.

ფოტო/ვიდეო: დევიდ ბექჰემის 50 წლის გრანდიოზული იუბილე, მისი უფროსი ვაჟისა და მილიარდერი რძლის გარეშე – ბექჰემების ოჯახში მართლაც განხეთქილებაა

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ლონდონში იმყოფებოდა, ისინი არ დაესწრნენ არცერთ წვეულებას, ამის ნაცვლად, ნიკოლა და ბრუკლინი ნიუ-იორკში, Met Gala-ზე დასასწრებად გაემგზავრნენ.

„ნიკოლამ ბრუკლინი მამის 50 წლის იუბილეზე არ გაუშვა. მათ შორის შავმა კატამ გაირბინა“, – აცხადებს წყარო.

ყოველივე ამის ფონზე, წყვილმა „ინსტაგრამზე“ ერთობლივი ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ისინი ერთმანეთს ეხუტებიან და არც შესანიშნავ განწყობას უჩივიან.

სარძლოებით გარშემორტყმული დევიდი და ვიქტორია – ბექჰემების დიდი წვეულება არასრული შემადგენლობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები