LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანუ მურღულია: „ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული წამსვლია…“

219
მანუ მურღულია

მომღერალი მანუ მურღულია ჟურნალ „თბილისელებთან“ იმის შესახებ საუბრობს, როგორ ინარჩუნებს ფორმას:

„გერმანიიდან რომ ჩამოვედი, საკმაოდ მომატებული ვიყავი და მქონდა ჭარბი წონის პრობლემა. კვებით ხელი შევუწყვე, ვივარჯიშე და ისევ ჩავდექი ფორმაში. ბევრი სიარულით, წყლის გარკვეული რაოდენობის მიღებითა და სწორი კვებით ვცდილობ, არ მოვიმატო ზედმეტი კილოგრამები. ადრე ძალიან განვიცდიდი მომატებულ კილოგრამებს, ახლა ასე აღარ ვარ. ხან მოიმატებს ადამიანი და ხან დაიკლებს, ამისგან ტრაგედიის შექმნა და ჰაერისა და წყლის დიეტის გაკეთება, ჩემი აზრით, არ არის სწორი. არ დაგიმალავთ, ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული რომ წამივიდა. წლების წინ მე და ჩემმა მეგობარმა ვიპოვეთ ინტერნეტში საშინელი დიეტა და მესამე დღეს ისე ცუდად გავხდი, გული წამივიდა…“

„როგორ ველოდი ამ დღეს. გენიალური მუსიკოსები შემომიერთდნენ რაც ყველაზე მეტად მიხარია“ – მომღერალმა მანუ მურღულიამ „MANU’S BAND“ ჩამოაყალიბა

მანუ მურღულია: „სიყვარულში გავიზარდე, ამიტომ მეც ასეთი ოჯახი მინდა მქონდეს. რასაც დღესდღეობით ვუყურებ, ასეთი ოჯახები იშვიათია. ჩემი მშობლების თაობაში, მგონი, უმრავლესობა დაშორებულია, რაც ძალიან არ მომწონს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g