LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ გაიზიარონ ფასეულობები და მომავალ წელს ისინიც იყვნენ ამ მსვლელობის მონაწილეები“

110
ირაკლი კობახიძე

„უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა“,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი საზოგადოების მიმართვისას პრემიერმა თქვა, რომ ტრადიციული ფასეულობებისთვის ბრძოლა გრძელდება და „ეს ბრძოლა არ არის იოლი“:

მეუფე შიო: „თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახის სიწმინდეს, ღირებულებებს და ვიზრუნოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს“

ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა ყველას მივულოცო, ვინც მსვლელობას შეუერთდა. ასევე, მრავალი ადამიანი იყო, ვინც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას.

ასევე, უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მათ მინდა ვუსურვო, ასევე, ჩვენს თავს ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილე.

ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის, ეს ბრძოლა არ არის იოლი, არის ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებს, ყალბ ფასეულობებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლონ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაცავად. მინდა დღეს, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g