კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად საჯარო სივრცეში. მათი რომანი, რომელიც 2023 წელს დაიწყო, აშკარად ღრმავდება.
ამჯერად წყვილი საკალათბურთო მატჩზე შენიშნეს, სადაც ისინი ხელჩაკიდებულები მივიდნენ და ორივეს Knicks-ის ემბლემიანი ქურთუკები ეცვათ.
„ბიზნესვუმენი“ და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი ერთმანეთს მატჩის დროსაც ვერ წყდებოდნენ.
ორი თვის წინ, წყვილის რომანზე შალამეს დედამ, ნიკოლ ფლენდერმა გააკეთა პირველი კომენტარი.
„მინდა გითხრათ, რომ კაილი უბრალოდ შესანიშნავია, ის მე ძალიან კარგად მექცევა. ტიმოთეს ჩემთვის რჩევა არ უკითხავს, უბრალოდ მითხრა, გამოიცანი, ვინ არის ჩემი რჩეულიო“, – განუცხადა ნიკოლმა გამოცემა Curbed-ს.
„დაახრჩო სიყვარულისგან“ – კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს უახლესი ფოტოები
„მას ჩემთვის რჩევა არ უკითხავს“ – ტიმოთი შალამეს დედა სარძლოზე პირველად ალაპარაკდა






