რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია ბექჰემი 19 წლის ვაჟის, კრუზის არჩევანით უკმაყოფილო გახლდათ. საუბარია ბრაზილიელ ლამაზმანზე, ჯეკი აპოსტელზე, რომელსაც ბექჰემების უმცროსი ვაჟი უკვე რამდენიმე თვეა ხვდება. გოგონა კრუზზე 11 წლით უფროსია და ინსაიდერების ცნობით, სწორედ ეს გახდა ვიქტორიას უკმაყოფილების მიზეზი.
თუმცა, როგორც ჩანს ნიკოლა პელტცთან განცდილი კრახის შემდეგ, ვიქტორიამ სარძლო მიიღო.
სულ ცოტა ხნის წინ, დიზაინერი ლონდონში, ახალი ივენთის მასპინძლად მოგვევლინა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მისი მეგობრები და მისი უმცროსი ვაჟი, 20 წლის კრუზი, რომელსაც თან სწორედ 29 წლის შეყვარებული, ჯეკი ახლდა.
ვიქტორია სიამოვნებით პოზირებდა სარძლოსთან ერთად, მოგვიანებით კი ფოტოების სერია „ინსტაგრამზეც“ კი გაავრცელა.
ვიქტორია ბექჰემმა სარძლო მიიღო – 19 წლის კრუზისა და 29 წლის ჯეკი აპოსტელის უახლესი ვნებიანი ფოტოები


