ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უკვე დაქორწინებულები არიან. ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილმა ხელი ერთი თვის წინ, აშშ-ში, ფარულად მოაწერა.
სამდღიანი გრანდიოზული ზეიმი ვენეციაში, რომელიც გუშინ დაიწყო და მას 200-ზე მეტი სტუმარი ესწრება, უბრალოდ სიმბოლურია.
შესაბამისად, ჩვენ საკურთხეველთან, ნეფე-პატარძლის, მარადიული სიყვარულის ფიცის დადებას ვერ ვიხილავთ. ასევე, სავარაუდოდ ვერ ვნახავთ პატარძალს თეთრი კაბით, თუმცა ლორენმა მსოფლიოს ალაპარაკება თავისი სადღესასწაულო „ლუქით“, უკვე მოახერხა.
კაბა, რომელიც „სკიაპარელს“ ეკუთვნის კრიტიკის სამიზნე გახდა. ეს გახლდათ პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ატლასის კაბა, გამოკვეთილი სილუეტით.
მოდის კრიტიკოსები საპატარძლო „ლუქს“ მწვავედ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ლორენს ასეთი უგემოვნო კაბა ჯერ არასდროს სცმია.
ვარსკვლავების შეკრება უკვე დაიწყო – ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გამოჩენა ვენეციაში





















