LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის ზოოპარკი უსინათლო ვიზიტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა

108
blanik-parazoo-vlasim03

ჩეხეთის ქალაქ ვლასიმის ზოოპარკმა მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ექსკურსიის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ვიზიტორებს ამიერიდან ცხოველების გაცნობა ტაქტილური და ხმოვანი მასალების საშუალებით შეეძლებათ. სიახლის შესახებ mdpi წერს.

პროექტის ფარგლებში თანამშრომლებმა მოამზადეს სპეციალური ნაკრები, რომელშიც შედის ცხოველების 3D-მოდელები, ბეწვის, ბუმბულის ან ზღარბის ეკლების ნიმუშები, ასევე ცხოველების ხმების აუდიოჩანაწერები. ეს ნაკრები სტუმრებს სრულიად უფასოდ გადაეცემათ.

ორგანიზატორების მიზანია, რომ ცხოველებთან კომუნიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს — მიუხედავად ფიზიკური შესაძლებლობებისა. ნაკრებში ასევე შედის აუდიოწიგნი ცხოველებზე, რომელიც პროფესიონალი მსახიობის მიერ არის გახმოვანებული.

ვლასიმის ზოოპარკი 2012 წელს გაიხსნა. ის ძირითადად ტრავმირებული ან თანდაყოლილი გართულებების მქონე ცხოველების სამყოფელია. ამჟამად ზოოპარკში ცხოვრობენ თახვები, ველური კატები, ენოტები, ყორნები და მტაცებელი ფრინველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები