LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: “ქვეყნიდან 100 მილიონამდე თანხა გადის ონკოლოგიის სამკურნალოდ, რაც ჯამში, 2-3 კლინიკის აშენებას ეყოფოდა…”

nina-kobakhidze

ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი, ნინა კობახიძე წერს, რომ ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, ვიდრე დღეს კეთდება და ახლა საქართველოდან დიდი თანხა გაედინება ამ დაავადების სამკურნალოდ საზღვრებს გარეთ.

ნინას პოსტს გთავაზობთ:

“სინამდვილეში, ვერც ის 9 და ვერც ეს 6 წელი ვერ მოვახერხეთ და ვერ უზრუნველყავით ონკოლოგოური ბავშვების და პაციენტების საკუთარ ქვეყანაში მკურნალობის შესაძლებლობა… ისედაც დასტრესილი მშობლები სრულიად აგონიაში ცდილობენ გაიყვანონ ბავშვი და აგროვებენ კოლოსალურ თანხებს, რომელსაც არ ყოფნის არც სოლიდარობის ფონდი / Solidarity Fund და არც სახელმწიფო პროგრამები. არადა რაოდენობა არ მცირდება. პრევენციას ვერ ვახდენთ და ამ ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მაინც უნდა მოვახერხოთ!

ჯამურად დაახლოებით 100 მილიონდე გადის ქვეყნიდან ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ, 2 ან 3 კლინიკას ეყოფოდა ეს თანხა ( პრევენციაზე აღარ ვსაუბრობ და დაზღვევაზე)?

მგონი ერთ-ერთი მისია პრეზიდენტის ფონდის განკარგვის ( არ ვიცი რა თანხა აქვს ბიუჯეტით) ეს უნდა გახდეს. ეს პრობლემა თუ არ მოვაგვარეთ ქვეყანაში, მე პირადად ამის ფონზე სხვა ყველაფერი მეუფასურება ?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g