საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო. გუშინ, ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები ვიხილეთ. ენ ჰეთევეის პერსონაჟი, ენდი საქსი სრულად განსხვავებული იმიჯით გახლდათ წარმოდგენილი.
„ეშმაკი ატარებს პრადას“ დაბრუნდა – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან
და აი, გადასაღებ მოედანზე ლეგენდარული მერილ სტრიპიც გამოჩნდა. ახალი კადრები უკვე დიდი მითქმა-მოთქმის თემად იქცა. მოდის კრიტიკოსები და კინომოყვარულები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 76 წლის მერილის ახალი იმიჯი – გაწონასწორებული, ცივი, დახვეწილი და ცოტა უფრო მოდერნიზებული, სწორედ ისაა, რაც მაყურებელს სურდა.
ამ დღეს სტრიპს ყავისფერი, ტყავის ქვედაბოლო, კრემისფერი „თრენჩი“ და იისფერი ზედა ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი თეთრი, მოკლედ შეჭრილი თმა და შავი მზის სათვალე ასრულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, ფილმისადმი მოლოდინი სულ უფრო ძლიერდება. მირანდას ახალი გამოჩენა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, მოდის სამყარო კვლავ ჩაეფლობა ცივ და ამავდროულად ელეგანტურ ქაოსში.
ცნობისთვის, ფილმის რეჟისორი კვლავაც დევიდ ფრენკელია, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა. მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს შედგება.


