LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ი ახალ რადიატორის ცხაურს მიიღებს: აი ასეთი იქნება

114
347543782132173

Mercedes-Benz-მა წარადგინა ელექტრომობილების ახალი ხაზის ცხაური და პირველი მოდელი, რომელიც ამ ელემენტს გამოიყენებს. ეს იქნება GLC კროსოვერის ელექტრო ვერსია, იტყობინება InsideEVs.

კომპანია უარს ამბობს წინა დაბნელებულ ცხაურებზე და იყენებს LED პანელს, რომელიც ვიზუალურად მიანიშნებს ბრენდის ისტორიულ მოდელებზე, როგორიცაა 600 Pullman და S-Class. საბაზისო ვერსიას ექნება ქრომირებული ჩარჩო, ცხაური დაბნელებული მინის ეფექტით და კონტურული განათებით. დამატებითი ვერსიის სახით, მყიდველებს შეეძლებათ აირჩიონ ვერსია 942 განათებული წერტილით ანიმაციის გამოყენების შესაძლებლობით. ასევე განათებული იქნება Mercedes-ის ცენტრალური ემბლემა და მისი კონტური.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ რედიზაინი ბრენდის ახალი ვიზუალური ენის, Sensual Purity-ის ნაწილია, ხოლო ცხაური „ემბლემატური დიზაინის ეპოქის“ დასაწყისს განასახიერებს და არა მხოლოდ ელექტრომობილების, არამედ შიდა წვის ძრავის მქონე მოდელების საფირმო მახასიათებელი გახდება.

განახლებული დიზაინით ელექტრო GLC-ის საჯარო დებიუტი 2025 წლის 7 სექტემბერს, მიუნხენში, IAA Mobility Motor Show-ზეა მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები