ფეხბურთის ლეგენდა, კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი ოფიციალურად დაინიშნნენ. 40 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, 9-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საბოლოოდ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და საყვარელი ქალი ოფიციალურად დანიშნა.
31 წლის ჯორჯიანამ ეს ბედნიერი ამბავი თავად გაავრცელა და „ინსტაგრამზე“ გულშემატკივრებს უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდის ფოტო წარუდგინა.
„დიახ, თანახმა ვარ, ამ და ყველა ჩემს სხვა ცხოვრებაში“, – დაწერა ჯორჯიანამ.
ცნობისთვის, კრიშტიანო და ჯორჯიანა უკვე 9 წელია ერთად არიან. მათ ორი ბიოლოგიური ქალიშვილი ჰყავთ, თუმცა როდრიგესი საყვარელი მამაკაცის სხვა შვილებსაც დედასავით ზრდის.
