მედიაში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ 51 წლის ვიქტორია ბექჰემმა შესაძლოა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტი დაიკავოს და ანა ვინტური ჩაანაცვლოს.
ფეშენ-კრიტიკოსმა, ოსამა ჩაბიმ, ვიქტორიას უკვე „იდეალური კანდიდატურა“ უწოდა.
„ეს არის საკულტო პოზიცია, ვიქტორია დიდი ხანია ფარულად ოცნებობს ასეთ შესაძლებლობაზე. ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის აღფრთოვანებულია იმ აზრითაც კი, რომ შეიძლება ჰქონდეს ამის შანსი“, – აცხადებს წყარო.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი, – მისი ახლო ურთიერთობაა თავად ანა ვინტურთან. ისინი წლების განმავლობაში მეგობრობენ, ვინტური ხშირად ესწრებოდა ბექჰემის შოუებს, ხოლო ვიქტორია არაერთხელ მოხვედრილა გამოცემის გარეკანზე.
ცნობისთვის, ვიქტორია ბექჰემი უკვე რამდენიმე წელია მართავს საკუთარ მოდის სახლს. 2019 წელს კი კოსმეტიკის ხაზი, Victoria Beckham Beauty შექმნა.
ვინ შეცვლის ანა ვინტურს – Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე მთავარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია
ჯეფ ბეზოსი შეპყრობილია მეუღლით და სურს, ლორენ სანჩესმა „ბონდის გოგონას“ როლი შეასრულოს



