LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკი დრონების შეჭრაზე: „საქმე გვაქვს მასშტაბურ პროვოკაციასთან, მზად ვართ ასეთი პროვოკაციები მოვიგერიოთ“

113
დონალდ ტუსკი

პოლონეთი მზადაა, ნებისმიერ თავდასხმას ან პროვოკაციას უპასუხოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანამ მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები ჩამოაგო.

„საქმე გვაქვს მასშტაბურ პროვოკაციასთან. მზად ვართ მოვიგერიოთ ასეთი პროვოკაციები. სიტუაცია სერიოზულია და არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ“, – აღნიშნა ტუსკმა.

მანამდე, პოლონეთის პრემიერმა სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დიდი რაოდენობით რუსულმა დრონებმა დაარღვია.

„პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსული დრონების დიდი რაოდენობით დაირღვა. ის დრონები, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა, ჩამოაგდეს. მუდმივ კომუნიკაციაში ვარ ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩვენს მოკავშირეებთან“, – დაწერა ტუსკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g