LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება თვალები ჩამქრალი მქონდა და ხალისიანი არ ვიყავი, მაგრამ მეუღლესთან დაშორებას საქმეში ხელი არ შეუშლია“ – რას პასუხობს თამო ვაშალომიძე მეუღლესთან დაშორების მიზეზზე დასმულ კითხვას

5596
თამო ვაშალომიძე

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მეუღლეს დაშორდა. ამის შესახებ მან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“-ში გააკეთა განცხადება. 

გადაცემა ეთერში ჯერ არ გასულა. თამოს მეუღლესთან დაშორების ამბავი გადაცემის ანონსიდან გახდა ცნობილი.

თამო ყოველ საღამოს „ინსტაგრამლაივზე“ გამომწერებს მისი საქმიანობის შესახებ ახალ ამბებს უყვება.

დღეს გამომწერების კითხვები ძირითადად მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ბევრი დაინტერესდა, რას აკეთებს მეუღლესთან დაშორების შემდეგ.

„ვაკეთებ იმას, რასაც მანამდე. ვხსნი TAMO’S SKIN-ის ახალ სტენდებს. რამდენიმე საათში მილანში მივდივარ, სადაც ჩემი მორიგი სტენდი გაიხსნება…

აკას დიდი ხანია დავშორდი, კანში რომ ვიყავი და ვენეციის ფესტივალზე, უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვაგრძელებდი ჩემ საქმეს. შეიძლება თვალები ჩამქრალი მქონდა და ხალისიანი არ ვიყავი, მაგრამ მეუღლესთან დაშორებას საქმეში ხელი არ შეუშლია.

როცა ვიფიქრე, რომ უკვე მზად ვიყავი, მეთქვა ხმამაღლა ჩვენი ამბავი, ნანუკას გადაცემაში ვთქვი. მე და აკა შევთანხმდით, რომ დაშორების მიზეზებზე არ ვისაუბრებდით ბევრს. პირველ რიგში ჩვენი შვილების გამო. (აკა უდაოდ კარგი მამაა). გადაცემაში ძალიან ცოტას და მოზომილად ვიტყვი ყველაფერს“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

ვიდეო: „მე და აკა რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ, ძალიან რთული იყო… “ – თამო ვაშალომიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g