როგორც ცნობილია, მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა გადაწყვეტილება ურთიერთპატივისცემისა და მზრუნველობის ფონზე მიიღო, სწორედ ეს სიტყვებია ნათქვამი მათი წარმომადგენლის განცხადებაში. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების წესის შეუთავსებლობა, გადატვირთული გრაფიკი, განსხვავებული ინტერესები და რუტინა.
„მონიკამ ტიმს გული გაუტეხა, თუმცა, ისინი არ დაშორებულან რაიმე სკანდალის, ღალატის და მესამე პირის გამო“, – აცხადებს ინსაიდერი.
„მონიკამ მას გული გაუტეხა“ – მედიაში მონიკა ბელუჩისა და ტიმ ბარტონის დაშორების მიზეზები დასახელდა
ახლახან, მონიკამ საყვარელ მამაკაცთან დაშორების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა
„სანამ ვიცოცხლებ, ტიმს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში“, – განაცხადა მსახიობმა Vogue Italia-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, წყვილის რომანი 2022 წელს ლიონში, ფესტივალზე დაიწყო. ბელუჩი ბარტონის ახალ ფილმში, Beetlejuice Beetlejuice მონაწილეობს.
ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ერთმანეთს დაშორდნენ
ფოტო/ვიდეო: მუდამ ერთად! – მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი „ტაორმინას“ კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

