LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჯულია რობერტის მოდური გამოჩენა „ვივიენ ვესტვუდის“ ორეულით და ძვირფასი ბროშებით შემკული ჰალსტუხით

140
page

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯულია რობერტსი ნიუ-იორკში, თავისი ახალი ფილმის, After The Hunt პრემიერას დაესწრო, სადაც ის მთავარ როლს ენდრიუ გარფილდთან ერთად ასრულებს.

57 წლის ლამაზმანმა წითელ ხალიჩაზე „ვივიენ ვესტვუდის“ ორეული მოირგო, რომელსაც ძვირფასი ბროშებით შემკული ჰალსტუხი შეუხამა.

„ლამაზმანი მონალიზას ღიმილით“ – 57 წლის ჯულია რობერტსის უახლესი ფოტოები

რაც შეეხება ფილმს, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ეკრანებზე 10 ოქტომბერს გამოვა. ფილმში რობერტსი საოცრად მიმზიდველ, კოლეჯის ინტელექტუალურ პროფესორს განასახიერებს, რომელიც ერთ-ერთ კოლეგას, ენდრიუ გარფილდის გმირს ამხელს.

ფილმის რეჟისორია იტალიელი, ლუკა გუადანინო. მსახიობთა შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ მაიკლ სტულბარგსა და ქლოუ სევინიეს.

წითურთმიანი ლამაზმანის გარდასახვა – 57 წლის ჯულია რობერტსი ახალ ფილმში მონაწილეობს – პირველი კადრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები