LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა – დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“

109
მიხეილ ყაველაშვილი (1)

„ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვხატე და არჩევანი გავაკეთე. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა – დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მისი განცხადებით, ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს, არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია:

„უპირველესად, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვხატე და არჩევანი გავაკეთე. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს, არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. იმ ადამიანებს, ვისაც ეს სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნიათ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო. ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები, გადავიტანეთ სამი ომი, დაპირისპირებები. ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა, არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა უპასუხა კითხვას დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე:

„მინდა ჩემი და ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად, წყნარად. რაც მე ვისაუბრე, ეს არის რეალობა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი პარამეტრით შეფასებული. საქართველო მოწინავე რიგებშია განვითარების პროგრესით. თქვენ აქ საერთოდ რატომ დგახართ და რატომ მისვამთ კითხვას? თქვენთვის ხომ არალეგიტიმური ვარ? მე ვესაუბრები ჩემს საზოგადოებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველა მივა არჩევნებზე და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. მქონდა შესაძლებლობა არაერთი ქვეყნის ლიდერს გავსაუბრებოდი. ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველო მოწინავე რიგებშია განვითარების ეტაპით. საზოგადოებამ მაგალითად, მოისმინა ვიქტორ ორბანის სიტყვები, რომ მართლაც სამაგალითოა ამ ეტაპისთვის საქართველოს დღევანდელი რეალობა“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g