სტრესი, მედიკამენტების ფობია და ალერგიის აკვიატებული შიში – ამ თემაზე ისაუბრეს გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის პოდკასტში ექიმებმა გუგა სიხარულიძემ და ბიძინა კულუმბეგოვმა.
მათი თქმით, სტრესი, მედიკამენტების ფობია და ალერგიის აკვიატებული შიში ხშირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
ბიძინა კულუმბეგოვი: „სტრესის დონე შეამცირე – თუ ამას ვერ ახერხებ ბუნებრივი გზით, რა საკვირველია სპეციალისტის ჩართულობა გჭირდება. ზოგს მედიკამენტების ფობია აქვს, ამბობენ „ისინი ბევრ წამლებს დამინიშნავენ და მერე რომ იმ წამლებზე ალერგია მომცეს“ – ჩვენ ალერგოლოგებს კიდევ ეს პრობლემა გვაქვს…“
გუგა სიხარულიძე: „ეს ცალკე კიდევ აკვიატებული შიშია, რომელიც ყველაზე ხშირად უკავშირდება ალერგიის აკვიატებულ შიშს. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომ „ალერგიული შეტევა არ დამემართოს“ და როდესაც არის წამლების შიში, მედიკამენტების შიშებს შორის ყველაზე ხშირია ის რომ წამლებმა რეაქცია არ მომცეს ალერგიული…“
ბიძინა კულუმბეგოვი: „დიახ ეს სტიგმატიზაციაა. ადამიანებს ხანდახან სომატიკაზე როცა ვესაუბრები, ვცდილობ კულტურულად და მსუბუქად შევაპარო, რომ მას სჭირდება ექიმის დახმარება, ხანდახან ამ ტერმინსაც ვიყენებ, რომ მე მჭირდება დამახმარო ეს ექიმი, რომ მე გიმკურნალო უკეთესად. ეს აუცილებელია თქვენი მკურნალობისთვის და ამაზე მომყვებიან…“
