LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანსაღი ცხიმი არ გასუქებთ… ბევრს ჰგონია, რომ „უცხიმო“ პროდუქტები ჯანმრთელობისთვის კარგია…“ – რა გვასუქებს და რა არა, რას ამბობს ნატა გაგუა?

483
ნატა გაგუა

„ბევრს ჰგონია, რომ „უცხიმო“ პროდუქტები ჯანმრთელობისთვის კარგია. შედეგი? სიმსუქნე ან ზედმეტი წონა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა წერს.

„თუ თქვენი მიდგომა მხოლოდ საკვების აკრძალვას ეფუძნება, თქვენ მარცხისთვის ხართ განწირული“ – ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვიზიარებს სტრატეგიას ცხოვრების წესისა და ფსიქოლოგიის კორექციისთვის

ცნობილი დიეტოლოგი ამბობს, რომ ჯანსაღი ცხიმი არ ასუქებს.

„დაივიწყე მითი, რომ ვახშამი „ასუქებს“ – რას ამბობს ნატა გაგუა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა წერს.

„ჯანსაღი ცხიმი არ გასუქებთ, შაქარი და ანთებითი პროცესები კი.
ბევრს ჰგონია, რომ „უცხიმო“ პროდუქტები ჯანმრთელობისთვის კარგია. შედეგი? სიმსუქნე ან ზედმეტი წონა. როცა საკვებს ცხიმს აცლიან, გემოს შესანარჩუნებლად მას ნახშირწყლებით ტვირთავენ.

  1. ჯანსაღი ცხიმები (ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილეული, თევზი) აუცილებელია ჰორმონებისთვის, დანაყრებისთვის და მეტაბოლიზმისთვის – ისინი გავლენას ახდენს ცხიმოვან ცვლაზე.
  2. რაფინირებული თესლის ზეთები (სიმინდის, სოიოს) და შაქარი პროვოცირებას უწევს ქრონიკულ ანთებას – სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის ერთ-ერთ ფარულ მიზეზს.
    ჩემი რჩევა: „უცხიმო“ იოგურტი და რაფინირებული ზეთები არ იყიდოთ. რაციონში დაამატეთ ომეგა-3, კურკუმა და ჯინჯერი (კოჭა) – ანთებითი პროცესების „დასალაგებლად“. როგორც კი ამ გამოწვევას მართვა შეძლებთ, სხეული შეწყვეტს ზედმეტი ცხიმის აკუმულირებას.“- წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.

ჯანსაღი ცხიმი არ გასუქებთ, შაქარი და ანთებითი პროცესები კი. ბევრს ჰგონია, რომ „უცხიმო“ პროდუქტები ჯანმრთელობისთვის…

Posted by Nata Gagua on ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
magti 5g