კანიე უესტის მეორე ცოლი და მისი მუზა, ბიანკა სენსორი, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, „ინსტაგრამზე“ სკანდალურად დაბრუნდა.
როგორც ჩანს, სენსორი კიმ კარდაშიანს ომს უცხადებს. ის მისი ბრენდის, SKIMS-ის პირდაპირი კონკურენტი ხდება.
30 წლის ბიანკამ განაცხადა, რომ საკუთარი ბრენდი, Bianca-ს შექმნა. მისი გაყიდვაში ჩაშვება 11 დეკემბრიდან იგეგმება.
სენსორიმ სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა კოლექციის ფოტოები. ბიუსტჰალტერები, საცვლები, ქამრები და კოლჰოტები – ყველაფერი მინიმალისტურ, თუმცა აშკარად პროვოკაციულ სტილშია გადაწყვეტილი.