ბექჰემების ოჯახი უდიდესი მოვლენის წინაშე დადგა. „უინძორის სასახლეში“ საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის მთავარი გმირი 50 წლის დევიდი გახლდათ. ინგლისური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა მეფე ჩარლზ III-მ რაინდად ოფიციალურად აკურთხა.
ამ დღეს დევიდმა თავისი მეუღლის, ვიქტორიას მოდის სახლის კოსტიუმი მოირგო.
ცერემონიას ესწრებოდნენ დევიდის მშობლებიც, ტედ და სანდრა ბექჰემები, რომლებიც ემოციურად ზეიმობდნენ ვაჟის ისტორიულ მიღწევას. დევიდს თან ახლდნენ შვილებიც, რომეო, კრუზი და ჰარპერი. აღსანიშნავია, რომ ოჯახისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე გამოტოვა ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა და მისმა რძალმა, ნიკოლა პელტცმა.
მრავალწლიანი წარმატებული კარიერისა და საზოგადოებისთვის გაწეული უდიდესი სამსახურის შემდეგ, დევიდ ბექჰემი ოფიციალურად გახდა სერ დევიდ ბექჰემი, ხოლო მისი მეუღლე ლედი ვიქტორია.
ნიკოლა პელტცი მულს სასტიკად მოექცა – მედიაში 14 წლის ჰარპერ ბექჰემის ვიდეო ვრცელდება
