LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს  პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა“

108
პაველ ჰერჩინსკი, შალვა პაპუაშვილი

„არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება:

„ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს  პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა. არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი“, – წერს პაპუაშვილი.

ფოტო: „რადიო თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g