ანჯელინა ჯოლის პირადმა შეტყობინებებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის დაძაბულობასა და ემოციურ მდგომარეობას, რომელიც მან ყოფილ მეუღლესთან, ბრედ პიტთან, მრავალწლიანი სასამართლო დავის ფონზე განიცადა.
მედიაში 50 წლის ოსკაროსანი მსახიობის წერილები გავრცელდა. 2021 წლის მაისში, ბიზნეს-მენეჯერთან მიმოწერაში, ჯოლი ამბობდა, რომ იმ პერიოდში პირად და პროფესიულ ცხოვრებაში მძიმე სტრესს განიცდიდა.
„მჭირდება, რომ თავიდან ავიცილო ნებისმიერი სტრესი. ვგრძნობ, რომ ნერვიულობისგან ავად ვხდები. უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მივიღო მეტი მხარდაჭერა და აღარ გავაგრძელო ურთიერთობები, რომლებიც სტრესს მიყენებს“, – წერდა ჯოლი.
გამოცემა People-ის ცნობით, პიტი ექს-მეუღლეს, „შატო მირაველის“ საქმეში 35 მილიონ დოლარს ედავება. იურიდიული დოკუმენტების მიხედვით, მისი ადვოკატები ჯოლის წარმომადგენლებს მტკიცებულებად იმავე წელს გაგზავნილ შეტყობინებებს მიაწოდებენ.
ახალი დეტალები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ღრმა და ემოციურად მტკივნეულია იურიდიული ბრძოლა, რომელიც ჯოლისა და პიტის ურთიერთობის დასრულების შემდეგაც გრძელდება.
ცნობისთვის, 2021 წელს ანჯელინა ჯოლიმ თავისი 64-მილიონი დოლარის ღირებულების წილი რუს ბიზნესმენს, იური შიფლერს მიჰყიდა.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების ახალი დეტალები გაამხილა და მისგან 33 000 დოლარი მოითხოვა

