ლიზა დარასელია „დღის პოსტთან“ ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს. მას მცირე ხნის წინ რჩეულმა ხელი სთხოვა, წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს.
ლიზა დარასელია:
„ოჯახური ცხოვრება ძალიან კარგია. შეიცვალა ის, რომ დავისვენე, ბევრ რაღაცას აღარ ვიღებ საკუთარ თავზე, რადგან მეუღლე მყავს. გვერდში მიდგას, ჩემი კარიერისთვის ბევრ რაღაცას აკეთებს. ბევრ მამაკაცს უჭირს გვერდით მომღერალი მეუღლე, მაგრამ ყველანაირად მიწყობს ხელს. ეჭვიან კაცთან ურთიერთობა ვერ მექნებოდა… ყოველთვის არის ვარდები, მაშინ, როცა არ ველოდები, რადგან არ მიყვარს, წინასწარ როცა ვიცი. პაემნები დიდად არ გვაქვს, ლიზა გშია? მკითხავს და მერე წამიყვანს ხოლმე სახინკლეში, რადგან კარგი ჭამა ძალიან მიყვარს (იცინის)“.
